ცადეთ, იქნებ ამოხსნათ 😌
1. დედა-შვილი მეტროში ჩასვლას ჩქარობს, ადგილზე დგომას სიარული ამჯობინეს. როცა დედა ერთ საფეხურზე ჩააბიჯებს, შვილი ორზე ჩაბიჯებას ასწრებს და 70 საფეხურს ჩაითვლის, დედა კი მხოლოდ 60 საფეხურს. რამდენ საფეხურიანია გაჩერებული ესკალატორის კიბე? (პას.:84 საფეხური)
2. (ნიუტონის ამოცანა) ცნობილია, რომ 60 ძროხა მინდორს ძოვს 24 დღეში, ხოლო 30 ძროხა კი იგივე მინდორს - 60 დღეში. რამდენი ძროხა გადაძოვს ამ მინდორს 100 დღეში, თუ ბალახი ერთნაირი სიჩქარით იზრდება და ძროხებიც ერთნაირად ძოვენ? (პას.:22 ძროხა)
3. ჩოკინა ხიდის B თავიდან A ბოლოსკენ მიბაკუნობდა და როცა ხიდის 3/8 ქონდა გავლილი, ხიდისკენ 60 კმ/სთ სიჩქარით მიმავალმა მანქანამ დაუპიპინა. თუ ჩოკინა შეშინდება და უკან გამობაკუნდება, მანქანა და ჩოკინა ხიდის თავში შეხვდებიან ერთმანეთს, თუ გზას გააგრძელებს, მაშინ მანქანა ხიდის ბოლოში დაეწევა მას. რა სიჩქარე აქვს ჩოკინას? (პას.:15კმ/სთ)
4. 9 მონეტიდან 1 ყალბია და მცირედით მსუბუქიც. თეფშებიანი სასწორის (აიწონა--დაიწონა) ორჯერ გამოყენებით მიაგენით ყალბ მონეტას.
5. (ბევრად რთული, ვიდრე წინა) 13 მონეტიდან ერთი ყალბია და განსხვავებული წონისაც (არ ვიცით მძიმეა თუ მსუბუქი). თეფშებიანი სასწორის სამჯერადი გამოყენებით მიაგენით ყალბს.
6. ველოსიპედი და მოტოციკლი ერთდროულად დაიძრნენ A პუნქტიდან. როცა ველოსიპედმა AB-ს მესამედი გაიარა, დაიცადა, სანამ მოტოს B-მდე AB-ს მესამედი დარჩებოდა და გზა მას შემდეგ განაგრძო. ველო მოასწრებს B-ში მისვლას , თუ მოტო B-ში მისვლას და A-ში დაბრუნებას?
7. (ლოგიკური ამოცანა) სამი ბრძენი კამათობს, თუ რომელია მათ შორის უბრძნესი. გლეხი გამოსავალს შესთავაზებს: სამი შავი და ორი თეთრი ქუდიდან სამ ქუდს თქვენგან უჩინრად შევარჩევ და თავზე დაგხურავთ სათითაოდო. თქვა და გააკეთა კიდეც. თვალების გახელის შემდეგ თითოეული დანარჩენი ორის თავზე შავ ქუდს ხედავდა, მაგრამ არა საკუთარს.
ვინც საკუთარი ქუდის ფერს უშეცდომოდ გამოიცნობს, ის იყოს უბრძნესიო, ასე გაარიგა გლეხმა... ბევრი იფიქრეს და ბოლოს ერთმა წამოიყვირა: შავი მხურავსო. როგორ იმსჯელა უბრძენესმა?
8. A და B პუნქტებიდან ერთდროულად ერთმანეთის შემხვედრი მიმართულებით გამოვიდა ორი TAXI . შეხვედრის შემდეგ A-დან გამოსული B-ში მიდის 4 წუთში, B-დან გამოსული კი კი A-ში მიდის 9 წუთში. რა დრო გავიდა შეხვედრამდე? (პას.: 6წთ)
9. ყოველგვარი დამხმარე, ან საზომი ხელსაწყოს გარეშე როგორ უნდა გაავსოთ ჭიქა ზუსტად შუამდე? (ანუ იმდენივე აკლდეს, რაც ასხია)
10. ეს რაღაცა აქვთ კაცებს, ზოგს გრძელი და საამაყო, ზოგსაც მოკლე. ქორწინების შემდეგ აძლევენ თვალებგაბრწყინებულ მეუღლეებს. რა არის ეს რაღაცა?